სპორტი

საჩოგბურთო-სამოყვარულო კლუბი ზუგდიდში სამდღიან ტურნირს გამართავს

ზუგდიდში საჩოგბურთო-სამოყვარულო კლუბი დაარსდა, რომლის ორგანიზატორებიც ზუგდიდელი ახალგაზრდები, გოგა დარსანია და საბა შონია არიან. მათი განხხადებით, საჩოგბურთო-სამოყვარულო კლუბი ტურნირს განმუხურში 21-დან 23 მაისამდე გამართავს.

“ზუგდიდის საჩოგბურთო-სამოყვარულო კლუბი დაარსების იდეა დაახლოებით 2 თვის უკან გამიჩნდა. ოფიციალურად დავრეგისტრირდით ორი კვირის წინ. კლუბის არსებობას ხელს უწყობენ ჩოგბურთის ფედერაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

სამეგრელოში პირველად ვატარებთ საჩოგბურთო სამოყვარულო ტურნირს განმუხურში. ტურნირი ჩატარდება 21 მაისიდან 23 მაისის ცათვლით. იქნება ასევე დაჯილდოვების ცერემონიალი სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან. აღნიშნული ტურნირი მიიღებს სისტემატიურ სახეს. ჩვენი მიზანია ტურნირი დაიხვეწოს და სამომავლოდ, მაქსიმალურად დიდი მასშტაბები მიიღოს”-აცხადებს კლუბის დამფუძნებელი და ტურნირის ორგანზატორი

Related posts

17 წლის ქართველი ფალავანი სენაკიდან, ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონი გახდა

ზუგდიდელი, 18 წლის ფეხბურთელი ლუკა მიქაია კვიპროსული ,,ანართოსისის” შემადგენლობაში ითამაშებს

ხობელი ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი