სპორტი

სენაკელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს

ქალაქ რუსთავში, ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, 13-14 აპრილს გამართულ საქართველოს პირველობის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სენაკელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს.

ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ასეთია სენაკელ სპორტსმენთა შედეგები.

72 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ჩვენმა წარმატებულმა სპორტსმენმა გიორგი ჩხიკვაძემ, რომელმაც საერთაშორისო და რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე, არაერთგზის ასახელა საქართველო და მშობლიური სენაკი.

ოქროს მედალი 67 კგ. წონით კატეგორიაში ასევე დაისაკუთრა სენაკელმა პერსპექტიულმა სპორტსმენმა ლუკა ოჩიგავამ.

მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი 77 კგ. წონით კატეგორიაში წილად ხვდა გიორგი ჭაავას.

Related posts

ფოთში პლაჟის ფეხბურთში ღია პირველობა გაიმართა

რედაქტორი

სენაკის ,,ეგრისი’’ ფეხბურთის 30-ე რეგიონალური ლიგის ჩემპიონია

,,ეგრისელთა” წარმატებული მატჩი ,,სპაერთან”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი