კულტურა

სენაკელ თეატრალებს ,,ამაგდარის“ წოდება მიენიჭათ

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი, ოზურგეთისა და თელავის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები ვასო ჩიგოგიძე და ვანო იანტბელიძე ესტუმრნენ.

თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან გივი მისაბიშვილთან, თეატრის დირექტორთან მამუკა ბარქაიასთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან ირაკლი ადამიასთან ერთად, ახლადარებილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი დაათვალიერეს.

საქართველოს თეატრალური საზოგადოება ტრადიციულად, ყოველ წელს, განიხილავს თეატრების დასების წარმომადგენელთა მოღვაწეობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას, დააჯილდოვოს ესა თუ ის პიროვნება თავისი განვლილი შემოქმედებითი ცხოვრების მიხედვით.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ,,ამაგდარის“ წოდება მიენიჭათ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებს – გიორგი (ჟორა) დამენიას, გულნარა ლოხიშვილს, თენგიზ თოფურიძეს, ტექნიკურ რეჟისორს – მაია ფირცხელავას; სალომე ყანჩელის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ თამარ აბშილავას.

Related posts

“დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – სპექტაკლის პრემიერა სენაკში

რედაქტორი

სოფელ მუხურში, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა“ ჩატარდა

რედაქტორი

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო გაიმართა

დატოვე კომენტარი