რეგიონი

სენაკელ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებიდან ერთი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. როგორც STV NEWS-მა გაარკვია ინფიცირებული სენაკელი ექიმია.

როგორც ირკვევა, ექიმი რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა სენაკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და პარალელურად ფოთის სასწრაფოსამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელიც იყო. ამ დროისთვის მიმდინარეობს მედიკოსის კონტაქტების კვლევა.

“კორონავირუსი დაუდგინდა 55 წლის სენაკელ ექიმს, რომელიც კლინიკა არქიმედესთან ერთად მუშაობს ფოთის სასწრაფოში. მიმდინარეოს ეპიდკვლევა, ამ დროისთვის გამოვლენილია 40 კონტაქტი, 4 მათგანი კარანტინშია, ხოლო 36 იმყოფება თვითიზოლაციაში, სულ გამოკვლეულია 75 ადამიანი რომელთანა ანალიზის პასუხები იქნება დღის ბოლოს. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა და ველოდებით შედეგებს. დღეს ყველა კონტაქტი დაიტეტსება და პასუხები იქნება საღამოს”-აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია.

Related posts

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

რედაქტორი

ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

რედაქტორი

ზღაპრული ბავშვობიდან წინ მწვერვალებისკენ – ბოლო ზარი სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი