კულტურა

სენაკის ახალგაზრდულმა თეატრმა წინასაახალწლო სეზონი მონო სპექტაკლით გახსნა

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდულმა თეატრმა ,,ფიროსმანი“ წინასაახალწლო სპექტაკლების სეზონი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული მონო სპექტაკლით გახსნა.

სპექტაკლს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობმა ნიკოლოზ კაჭარავამ მონო სპექტაკლში ,,დედა“ შთამბეჭდავად წამოაჩინა დედის ფენომენი.

სპექტაკლის რეჟისურა ვეფხვია გორგოძეს ეკუთვნის.

ნიკოლოზ კაჭარავა ახალგაზრდული თეატრის დაარსების დღიდან, მისი გამოკვეთილი სახეა. მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა.

დღევანდელი პრემიერა წარმატებული ახალგაზრდის მორიგი შემოქმედებითი გამარჯვებაა. 

Related posts

ზუგდიდის თეატრი 17 მარტამდე დაგეგმილ წარმოდგენებს აუქმებს

რედაქტორი

ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკა – “შავნაბადამ” დანიის სამეფოში კონცერტი გამართა

რედაქტორი

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო გაიმართა

დატოვე კომენტარი