რეგიონი

სენაკის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზების მოწყობისთვის  1 646 025 ლარი იხარჯება. როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ  ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეძაძამე-ფოცხოს საავტომობილო გზაზე, ასფალტო-ბეტონის დაგების პროცესი დასრულდა. ‘

რაც შეეხება ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  დასასრულს უახლოვდება.

მუნიციპალიტეტისვე ცნობით, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ასევე, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის დაგების პროცესი, ხოლო ბეტონის საფარის დაგება დაწყებულია ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში.
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზების მოწყობის საერთო ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს.

Related posts

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა

რედაქტორი

სამეგრელოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რედაქტორი

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი