STV
რეგიონი

სენაკის მერიაში დოკუმენტური ფილმის, ,,მე გადავცურავ ენგურს’’ საჯარო ჩვენების დეტალებზე ისაუბრეს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი შეხვდნენ გარემოსდაცვითი ასოციაცია ,,დეას’’ თავმჯდომარეს თამარ მალანიას, რომელმაც პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით’’ ფარგლებში, 5 დეკემბერს, სასტუმრო ,,ოსკარში’’დაგეგმილ ანანა ბუკიას დოკუმენტური ფილმის ,,მე გადავცურავ ენგურს’’ საჯარო ჩვენების დეტალებზე ისაუბრა.

პროექტს, რომელიც ფილმების ჩვენებითა და მასში ასახული პრობლემების ირგვლივ გამართული საჯარო დისკუსიებით, ემსახურება ახალგაზრდების გათვითცნობიერებასა და გააქტიურებას თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ახორციელებს ჩეხური საერთასორისო ორგანიზაცია PEOPLE IN NEED და დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ TRANSITION პროგრამის ფარგლებში.

პროექტი სენაკში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება.

Related posts

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზონდერებისთვის ზუგდიდში ბინები იქირავა

დღეს ხობში ცოტნეობა აღნიშნეს [ვიდეო]

ზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმი ტარდება

დატოვე კომენტარი