სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, 20 წლის სენაკელ ფალავანს, გიორგი ჩხიკვაძეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის მოპოვებული ტიტული მიულოცა. ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სენაკელ ჩემპიონს ფულად ჯილდოს გადასცემს. ჩემპიონთან ერთად სენაკის მერი მის მწვრთნელებს – ამირან დავითაიას და ვალერი მურღულიას შეხვდა.
გიორგი ჩხიკვაძეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის: ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი. გიორგი ჩხიკვაძე ფლობს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და წლის წარმატებული სპორტსმენის ტიტულებსაც.