რეგიონი

სენაკის მერი დევნილთა დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. გზების სამშენებლო პროექტს და დევნილთა დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Related posts

ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში მსახურება დაიწყება 4 საათზე

რედაქტორი

სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში 24 ბავშვი სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს

რედაქტორი

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამო გაიმართა [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი