რეგიონი

სენაკის მერი ნოქალაქევსა და კოტიანეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

ამ ეტაპზე, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში – ტეხურის ხიდთან არსებული და სოფელ კოტიანეთში – გზების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტების განხორციელების შედეგად, მოსახლეობას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა შეექმნება.

პარალელურ რეჟიმში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოების გარდა, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.

Related posts

სენაკში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლებისა და ეზოების დასუფთავებაში მოხალისეები ჩაერთვნენ

რედაქტორი

ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ზე ერთი ადამიანი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

რედაქტორი

ანაკლიაში, პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი