რეგიონი

სენაკის მერმა აგვისტოს ომში დაღუპული ლევან თეფანიას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან ერთად, ყვავილებით შეამკო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკელი კაპრალის, ლევან თეფანიას საფლავი და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

მუნიციპალიტეტის მერმა, ომში დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 2008 წლის 9 აგვისტოს, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი, 27 წლის ლევან თეფანია, საომარი მოქმდებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.

სენაკელი მებრძოლები – ლევან თეფანია და თემურ ბოკუჩავა, გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდნენ მედლებით -,,მხედრული მამაცობისთვის“.

Related posts

ხელისუფლების წარმომადგენლები ყულევის, ქარიატის და შუა ხორგის მოსახლეობას შეხვდნენ

რედაქტორი

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით სენაკში ვორქშოპი გაიმართა

რედაქტორი

ხობში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი