სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულს, სენაკის ეტალონი მოსწავლე – 2022-ის ტიტულის მფლობელს, სკოლა ლიცეუმის მეათე კლასის მოსწავლეს, ლუკა ხარებავას და შესარჩევ კონკურში, მეორე საპრიზო ადგილზე გასულ, სკოლა ლიცეუმის მე-11 კლaსის მოსწავლეს, ნიკოლოზ ლაშქარავას შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა სენაკელ ინტელექტუალებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ვახტანგ გადელიამ, სენაკის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მფლობელს, ლუკა ხარებავას, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასულ სენაკელ წარმატებულ მოსწავლეებს: სკოლა ლიცეუმის მე-11 კლსის მოსწავლეს, ნიკოლოზ ლაშქარავას და ჟიული შარტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის მე-11 მოსწავლეს, ნიკოლოზ წირქვაძეს, ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადასცა.