სპორტი

სენაკის მერმა ვეტერან სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრებთან – საბა ოდიშარიასთან, გიგა წურწუმიასთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებულ მწვრთნელ-მასწავლებელს, ელგუჯა გვასალიას შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

ვეტერანმა სპორტსმენმა, 2 ივნისს, ათენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვეტერანებს შორის, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ელგუჯა გვასალიას, ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა.

სენაკელ ფალავანს, ძიუდოში, არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.

Related posts

საფეხბურთო ტურნირი ხობში

რედაქტორი

სენაკის ,,ეგრისი’’ ფეხბურთის 30-ე რეგიონალური ლიგის ჩემპიონია

რედაქტორი

ზუგდიდი U15 და U17 წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი