რეკლამა

სენაკის მერმა სოფელ ეკის გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან – საბა ოდიშარისთან, გიგა წურწუმიასთან და ლევან უჩანეიშვილთან ერთად, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

,,აღნიშნული ინფრასტურუქტული პროექტი, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე – ეკის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრთა კომფორტული გადაადგილების კუთხით, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. წლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლთან მისასვლელი გზა, პირველად კეთილმოეწყო, რაც ხელს შეუწყობს ძეგლის შემდგომ შესწავლა-რეაბილიტაციას და აღნიშნული ლოკაციის ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ქცევას. ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, დღემდე გამოწვევად რჩება გაზიფიცირების პრობლემა. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებულად შესაბამისი პროცედურები დაწყებულია და პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.

Related posts

ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის – სენაკში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სოციალური პროგრამის ფარგლებში სენაკის მერიაში კომისიის სხდომა გაიმართა

რედაქტორი

პროფილაქტიკურ აცრებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი