რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ცხრა სენაკელს ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცხრა გამორჩეულ სენაკელს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის” სიგელები გადასცა.

მერის სათათბირო ორგანოში – მრჩეველთა საბჭოში შესული კორესპონდენციების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატს დარეჯან კოკაიას – მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

წარმატებულ ექიმს მარინე გელანტიასმედიცინის სფეროში ხანგრძლივი, გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

ღვაწლმოსილ ქალბატონს ლირა ჯღარკავას – საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერი, შემოქმედებითი, ხანგრძლივი მოღვაწეობისა და თაობების ღირსეულად აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატს, პროფესორ ნელი ხორავას -ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ენერგოინფორმაციული მედიცინის ექსპერტს, საქართველოში ჰომეოპათიური მკურნალობის ერთ-ერთ დამფუძნებელს თამაზ ფირცხელავას – მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, წარმატებული, გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

სენაკის კოლორიტს, ღირსეულ ქალაქელს, ,,საუკეთესო პოლიციელის“ ტიტულის მფლობელს ზურაბ ჭანტურიას -ხანგრძლივი, წარმატებული, ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

წარმატებულ მშენებელს და ქველმოქმედს იოსებ გადელიას -ნაყოფიერი, გამორჩეული პროფესიული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

ღირსეულ სენაკელს გრიგოლ მიქაიასნაყოფიერი, წარმატებული მოღვაწეობისა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,სუხიშვილების” ოქროს თაობის მოცეკვავეს მელსი გრიგოლიას – საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

Related posts

ხობში, აქტიური რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სოციალურ ქსელში ხატია ჯანაშიას სკანდალურ სტატუსს ზუგდიდის მერი გამოეხმაურა

რედაქტორი

დღის ცენტრის ბენეფიციარებს ზუგდიდის მერმა საახალწლო ნობათი გადასცა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი