რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ სამუშაო შეხვედრები გამართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია მერიის სამსახურების, განყოფილებების უფროსებს და თანამშრომლებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია წარუდგინა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორებში დაგეგმილ პროექტებს, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას, ახალ ინიციატივებს, სამოქმედო გეგმების განხორციელების კონცეფციებს.

,,დღევანდელ რეალობაში, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების დაძლევის პარალელურად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუნიციპალიტეტისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა სექტორის

განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ჩვენ, გუნდურად, ღირსეულად უნდა შევძლოთ საზოგადოებისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელება და სამომავლოდ დაგეგმვა” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ.

Related posts

სენაკის მერი წარმატებულ სენაკელ ფალავანებს – გიორგი ჩხიკვაძეს და ლუკა ოჩიგავას შეხვდა

რედაქტორი

მოწერელია: ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად რეკომენდაციის დაცვა

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები შეიქმნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი