- სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში ახალგაზრდა მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა აღნიშნულ სოფელში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორი ვერსია არსებობს, რომლის მიხედვითაც, მან თავი მოიკლა ან მოკლეს და სოფელში, ერთ-ერთ მიტოვებულ ადგილას დატოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-3 მუხლით აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება. ამ წუთებში, სოფელში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.