რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ახალი 1 100 ლიტრიანი კონტეინერების გადაცემას განაგრძობს.

,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაეცა. კონტეინერების გადაცემას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი, ბადრი მამულია.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლის ბოლომდე, ასევე აღიჭურვება სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერით, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნითა და უნიფორმებით. ხოლო 2023 წლის აგვისტომდე, ეტაპობრივად მიეწოდება ნარჩენების შესაგროვებელი 3 მანქანა და პიკაპის ტიპის 3 ერთეული სატვირთო მანქანა.

Related posts

ახალსოფელში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელიას ინივციატივით, ნოემბრის თვეში რეგიონის მაშტაბით გამწვანების აქცია გაიმართება

რედაქტორი

ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი