რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ამ წუთებში, ქალაქ სენაკში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვისგან დაბინძურებული და შლამისა და ინერტული მასალისგან ჩახერგილი ლოკაციები წესრიგდება. სტიქიის ადგილზე იმყოფება სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია.

მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. მობილიზებულია მერიის სამსახურების წარმომადგენლებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებიან მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში. მუშაობს მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესი.

გუშინ, ინტენსიურმა ძლიერმა წვიმამ მწვავე პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით.კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, ადიდებულმა ტეხურმა მწყობრიდან გამოიყვანა ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი და ბეწვის ხიდი.

ნოქალექევის ადმინისტრაციულ ერთეულის ლეგაგუეს უბანში მდინარემ ასევე წაიღო ხიდი. წვიმამ უშაფათის, ძველი სენაკის, თეკლათის, მენჯის, ჭალადიდის, ახალსოფლისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულებში ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, მოსავალს, საცხოვრებელ სახლებს. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

Related posts

10 წლის შემდეგ სენაკის მესამე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორმა რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო მოინახულა

რედაქტორი

ნემსები და ფქვილი, წარწერით “ჰეროინი” – “შეცვალე” ზუგდიდში აქციას მართავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი