რეგიონი

სენაკის სკოლამდელი აღზრდის სექტორში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში, ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო. პედაგოგებს, მოსწავლეებს და პატარა აღსაზრდელებს ქალაქის პირველ და მეოთხე ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს წევრმა, საბა ოდიშარიამ, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.

მიმდინარე სააღმზრდელო წელს, 1008 აღსაზრდელს კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის 8 ჯგუფი, სადაც 369 აღსაზრდელი დაეუფლება საგაკვეთილო უნარ-ჩვევებს. განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა №1 ბაგა-ბაღს, კერძოდ, სააღმზრდელო, სასაწყობე ოთახებს, სველ წერტილებს, გარე ფასადს; გამოიცვალა ფანჯრები, განხორცილედა საკონცერტო დარბაზის კეთილმოწყობისა და სამზარეულო შენობის გადახურვის სამუშაოები.

ამ დროისთვის, ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, №3 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის განხორციელების პროცესი დაიწყო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ ორსართულიან სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს.

პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი N4 საბავშვო ბაღი კი – საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის პროექტის – „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის” ფარგლებში, 2021 წელს აშენდა.

Related posts

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა

რედაქტორი

ზუგდიდში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი 60 ბავშვისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა

რედაქტორი

სენაკის მერიაში დოკუმენტური ფილმის, ,,მე გადავცურავ ენგურს’’ საჯარო ჩვენების დეტალებზე ისაუბრეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი