სენაკის მეცხრე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხელოვნების აკადემიის რექტორის, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და სენაკის არტ-ფესტივალის დამაარსებლის, მსოფლიოში აღიარებული პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის, თბილისის სახელმწიფო კოსერვატორიის სტუდენტების – მიხეილ ოთარაშვილისა და ირაკლი ფხალაძის, ,,სენაკი არტ-ფესტი 2022-ის“ ლაურეატის, სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლის, სიდონია ჭანტურიას საღამო გაიმართა.
კლასიკური მუსიკის კონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ,,სენაკის არტ-ფესტივალი 2022“ 25 მაისამდე გაგრძელდება და გალა-კონცერტით დასრულდება.
ფესტივალის ფარგლებში, სენაკი, 22 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური კონკურსის ,,რანინა“ 2022 წლის ფინალისტების კონცერტს, 23 მაისს კი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, ნათია ქავთარაძის მასტერკლასს უმასპინძლებს.