რეგიონი

სენაკი – საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის გამარჯვებულია

თბილისში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით, მეოთხე ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მიიღო.

კონფერენციაზე, რომელსაც ათეას აღმასრულებელი დირექტორი, დავით მელუა უძღვებოდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა და UNDP-ის პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” მენეჯერმა, თინათინ ტყეშელაშვილმა, თვითმმართველ ერთეულებს შორის ჯანსაღი შეჯიბრებითობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა, მათ შორისაა, სენაკის მუნიციპალიტეტი, რომელმაც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით განხორციელებული პროგრამით გაიმარჯვა.

სპეციალური პრიზებით და სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ ფოთის, ზუგდიდის, ქუთაისის, ხარაგაულის, ცაგერის, ქედის, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები.

Related posts

ზუგდიდში გამოკვლეულ 57 მოქალაქეს, მათ შორის, 23 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რედაქტორი

პერსონალური კომპიუტერებით 188 მოსწავლე დაჯილდოვდა

რედაქტორი

ხმაურით და აქციით დახვდნენ ვანო მერაბიშვილს ზუგდიდში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი