STV
რეკლამა

სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ – ფარგლებში, დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის.

სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ექსპერტი სანდრო სორდია უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვას ისახავს.

ტრენინგის პირველი დღე დაეთმო თვითმმართველობისთვის ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორიცაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები.

სამუშაო შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება. შემდგომი შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან გაიმართება.

Related posts

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერმა მოხალისეებთან ერთად რიგების მოწესრიგებაში მიიღო მონაწილეობა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი