რეკლამა

სენაკში ბოშათა საერთაშორისო დღე აღინიშნა

8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, სენაკის პირველი საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აქტივობა პროექტის – ,,ჩვენ ერთნი ვართ დედამიწაზე“ ფარგლებში ჩატარდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს შემდგომი წარმატებები უსურვა და სენაკში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

Related posts

სენაკში რემა შელეგიასა და ნოკო ხურციას ხსოვნისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა

რედაქტორი

სენაკის მერმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დატოვე კომენტარი