STV
რეგიონი

სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება

  • ახალი საბავშვი ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი ნომერ მეოთხე საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.

ამავე პროექტის ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე დასრულდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

ჩატარდა ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახების, საკონცერტო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ახალი სააღმზრდელო წლიდან აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული მეხუთე ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალ სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღში წყალმომარაგების სისტემის და სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სენაკში ასევე იგეგმება ნომერ მეშვიდე საბავშვო ბაღის მშენებლობა.

Related posts

გიორგი შენგელია – ჩვენ ყველა ერთად უკეთეს ზუგდიდში ვიცხოვრებთ

რედაქტორი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში აღნიშნეს

რედაქტორი

სადეზინფექციო სამუშაოები უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრისში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი