სახვითი ხელოვნების გალერეაში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის პროგრამის – ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის“ ფარგლებში, თვითნასწავლი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სახვითი ხელოვნების გალერეაში პოლიმერულ თიხაზე, ტყავზე, ტექსტილსა და თექაზე შესრულებული ნამუშევრები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ასევე, დებიუტანტი ნორჩი მეწარმეების მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 29 მაისამდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, 29 მაისს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელთა ვიზიტია დაგეგმილი. პროექტი – ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“ მიზნად ისახავს თვითნაწავლი მეწარმე ქალების საქმიანობის პოპულარიზაციას და ეკონომიკური ხელშეწყობის მიზნით, ცნობადობის ამაღლებას.