რეგიონი

სენაკში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერი გამოცხადდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, გრძელდება მასშტაბური და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

გამოცხადდა  ტენდერები შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებზე:

ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 880 716 ლარი;

ე.წ. საკირეს მთაზე არსებული ჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პარკინგის და განათების მოწყობა LED სანათებით, სავარაუდო ღირებულებით –  254 424 ლარი;

ცერცვაძის ქუჩის ორი ჩიხის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 362 386 ლარი;


თამარის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 438 166 ლარი;


შალვა დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 105 815 ლარი;

მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზაზე განათების სისტემის მოწყობა LED ნათურებით, სავარაუდო ღირებულებით – 156 818 ლარი;

სანაიას ქუჩაზე არსებული სტადიონის, ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებით, სავარაუდო ღირებულებით  – 210 717 ლარი;


დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, საკირესთან და შხეფში, სტალინის ქუჩის მიმდებარედ (სახოკიას ქუჩის დასაწყისი) არსებული მინი მოედნების რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 81 563 ლარი;

ჭავჭავაძის N91, N74 და წმინდა ნინოს N1-ში არსებული ეზოების კეთილმოწყობა, სავარაუდო ღირებულებით – 79 773 ლარი;

რუსთაველის N126 კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 145 838 ლარი.

პანდემიის მიუხედავად, სენაკის მუნიციპალიტეტში, უპრეცედენტო რაოდენობის საგზაო და სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.

Related posts

ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან “ნაციონალები” იკრიბებიან

რედაქტორი

ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისთვის presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს

ზუგდიდში სპორტული კომპლექსი აშენდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი