კულტურა

სენაკში, ისრაელში მოღვაწე ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,შალვას“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ისრაელის ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს წევრი, ლევან უჩანეიშვილი, ქალაქის საპატიო სტუმრები – ბერშევადან, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ქართველიშვილი, აკადემიის, ქორეოგრაფიული სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ – სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ეფრემაშვილი – მოცეკვავეები, ქართველი და ებრაელი შემსრულებლები. საღამო მიჰყავდა გიორგი წერეთელს.

საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის გადაწყვეტილებით, ისრაელში, ქალაქ ბერშავში მოღვაწე სენაკელ ებრაელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, დამსახურებულ ქორეოგრაფს, ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით ეფრემაშვილს საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანი წვლილისთვის, ქართული ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი გადაეცა.

ვაჟებს – ანსამბლის ქორეოგრაფ-რეპეტიტორებს – გაბრიელ და შაი (შალვა) – ეფრემაშვილებს და ქორეორგაფიულ ანსამბლს ,,შალვა“, ქორეოგრაფთა აკადემიის წევრის სტატუსი მიენიჭათ.

დავით ეფრემაშვილს ასევე გადაეცა შალვა(ჯამუ) გარუჩავას სახელობის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,კუჩხიბედინერი“ ბრწყინვალების ორდენი.
ეკრანზე გაცოცხლებული წარსული… ორის ერის – ქართველთა და ებრაელთა სიყვარულით ნასაზრდოები ქორეოგრაფის, სენაკელი ებრაელის, შალვა ეფრემაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები, დავითისა და ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეების – შაი და გაბი ეფრემაშვილების მიერ გაგრძელებელი ქართული ცეკვის ფენომენის პოპულარიზაცია, დავით ეფრემაშვილის მიერ ისრაელში დაარსებული ქართული ხელოვნების ფესტივალი „გეორგიადა“, ნახევარი საუკუნის მანძილზე, ანსამბლის მიერ მოპოვებული აღიარებები, ქართულ ფოლკლორს ნაზიარები ებრაელი გოგო-ბიჭები, გულთბილი შეხვედრა მონატრებულ სენაკელ მაყურებელთან, მამის ახდენილი ოცნება – 50 წლის საიუბილეო თარიღის მშობლიერი ქალაქის დიდი თეატრის სცენაზე აღნიშვნა, დღის კულმინაცია – სენაკში მოღვაწე ქორეოგრაფებისა და დავით, გაბრიელ, შალვა ეფრემაშვილების მიერ შესრულებული ცეცხლოვანი ქართული ცეკვა… – ეს საღამო ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ისტორიის გაგრძელებაა.

Related posts

“იავნანამ რა ჰქმნა” – თეატრალური პერფორმანსი ზუგდიდის არტ-გალერეაში

რედაქტორი

სენაკში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

რედაქტორი

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო გაიმართა

დატოვე კომენტარი