დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მიმდინარე წლის ბოლოს სენაკის მუნიციპალიტეტს ინდივიდუალური სტილით, არქიტექტურულად და ფუნქციურად გამორჩეული იუსტიციის სახლი დაამშვენებს.
იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ სენაკელებს საშუალება მიეცემათ ,,ერთი ფანჯრის პრინციპით’’ ისარგებლონ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისით, რომლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს.