ახალი ამბები რეგიონი

სენაკში მერის მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

დღეს, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია უძღვებოდა. მან სხდომის მონაწილეებს განსახილველი საკითხები გააცნო.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა: თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ, თავმჯდომარედ გიორგი გაბედავა, მდივნად – ლუარა ნორაკიძე აირჩია.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, დონარა ალანიამ, სხდომის მონაწილეებს, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტან გადელიამ, მიმდინარე და 2023 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.

Related posts

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

“მიშა გელოდებით” – ზუგდიდში ძებნილი ექსპრეზიდენტის ლექსები მოისმინეს

რედაქტორი

სოფელ რუხში, ადმინისტრაციულ საზღვარის მიმდებარედ “ხაჭაპურის ფესტივალი” ჩატარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი