სპორტი

სენაკში, მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის თამაშები გაიმართა

სენაკის „ეგრისის“ სათადარიგო მოედანზე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერით, გაიმართა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის თამაშები.

სენაკის მუნიციპალიტეტიდან გათამაშებაში მონაწილეობა ოთხმა მოყვარულმა საფეხბურთო გუნდმა მიიღო – „კოლხიდა“, „ფოცხო“, „ტეხურა“ და „ნოსირი“. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „კოლხიდამ“ 3:2 დაამარცხა „ფოცხო“, ხოლო მეორე ნახევარფინალში, „ნოსირსა“ და „ტეხურას“ შორის ძირითადი დროის ფრედ 0:0 დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში, იღბლიანები ნოსირელი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს. ,,კოლხიდასთან’’ ფინალურ დაპირისპირებაში „ნოსირმა“, ანგარიშით – 2:0, დამსახურებულად მოიპოვა მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის ჩემპიონის წოდება.

მოყვარულთა ლიგის მეორე – რეგიონალურ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით, „ნოსირის“ გუნდი იასპარეზებს.

Related posts

საფეხბურთო გუნდმა „ზუგდიდმა“ „ცხინვალთან“ 3:1 წააგო

ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონია

ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი