კულტურა

სენაკში, მხატვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამხატვრო სკოლაში, მოსწავლეთა ნამუშევრების, სკოლის ისტორიის და მისი მიღწევების ამსახველი ფოტო-მასალების გამოფენა გაიმართა. გამოფენა სენაკელი მხატვრის, სამხატვრო სკოლის პედაგოგის, მოსე (ნუკრი) გერსამიას ხსოვნას მიეძღვნა.

სენაკელი მხატვრების შემოქმედებაზე, სკოლის დაარსების ისტორიასა და წარმატებულ წლებზე ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ვეფხვია ვეფხვაძემ ისაუბრა. მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, სენაკელ მხატვრებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მხატვრის დღის აღნიშვნა სიმბოლურად, სახვითი ხელოვნების გალერეაში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული ღონისძიებით დასრულდა. საღამოს სენაკის საპატიო მოქალაქე, მხატვარი ლერი კართხია უძღვებოდა. გალერეაში გაიმართა ფონდში დაცულ ქართველ და უცხოელ ფერმწერთა ნამუშევრების გამოფენა.

სენაკელი მხატვრების შემოქმედებასა და მიღწევებზე, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა, ბადრი ქუთელიამ ისაუბრეს. ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ დასმა (რეჟისორი – ვეფხვია გორგოძე) მაყურებელს სპექტაკლი ,,მე ვარ მხატვარი…“ წარუდგინა. ღონისძიებაში მონაწილეობა ანსამბლმა ,,მუსიკელმა“ და მუსიკოს-შემსრულებელმა სალომე ბერიშვილმა მიიღეს. საღამოს საკრებულოს წევრები – გიგა წურწუმია, ზაზა ნაჭყებია, ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

რედაქტორი

ნოქალაქევში თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

რედაქტორი

მარტვილში ბანძის სიონობა და დეკანოზ ანტონ კეკელიას 100 წლისთავი აღნიშნეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი