STV
კრიმინალი

სენაკში ნარკოდანაშაულისთვის და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებისთვის 1 პირი დააკავეს

  • სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სენაკში 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სენაკში 1 პირი: 1987 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 ვადით წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სამართალდამცველებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.შ.-ის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: “ფ-1”-ის ტიპის ხელყუმბარა, პისტოლეტი მჭიდით და 5 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Related posts

სოფელ ჭალადიდში ბანძელაძეების საცხოვრებელ სახლში ბოროტმოქმედი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა

რედაქტორი

ზუგდიდში, სოფელ ინგირის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი