სპორტი

სენაკში რაგბის ფესტივალი გაიმართა

სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, წლების მანძილზე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის დავით კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რაგბის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 26-მა გუნდმა მიიღო.

რაგბის ფესტივალში მონაწილე გუნდებს თასები, ყველა მორაგბეს – სიგელები გადაეცათ. ქართული რაგბის ლეგენდის – დავით კილასონიას სახელობის პრიზი წილად აკაკი კილასონიას ხვდა.

სახელოვანი ვეტერანი მორაგბის სახელობის ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის სამეგრელოს წარმომადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

ზგდიდის მერი მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების მიმდინარეობას გაეცნო

სამოყვარულო ჩემპიონატის მატჩი სენაკში

რედაქტორი

ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე მწრთვნელთა გადამზადების კურსები მიმდინარეობს

დატოვე კომენტარი