კულტურა

სენაკში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტთან ირმა კუპრეიშვილთან ერთად, სენაკში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს: სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს, ფესტივალის ადმინისტრატორს, ღონისძიებების მენეჯერს შიო აბრახამიას, კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის ,,დღე’’ თავმჯდომარეს და ფესტივალის ორგანიზატორს ბექა ჯუმუტიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ფესტივალის დაფუძნების ორგანიზაციულ საკითხებზე, რომელიც, 2020 წლის ივლისში, ახლადრეაბილიტირებულ აკაკი ხორავას სახელობის სენაკის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება.

Related posts

ზუგდიდში, I V საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი “ART-KOLKHI” ხვალიდან სტარტს აიღებს

რედაქტორი

გიტარისტმა თემურ ყვითელაშვილმა ახალგაზრდებისთვის საახალწო სოლო კონცერტი გამართა

რედაქტორი

ზუგდიდში რაულ ჩილაჩავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი