რეგიონი

სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა – ეს ნატოჩაოს უბანში, მშვიდობის ქუჩაა, რომლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 276 893 ლარი შეადგინა.

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების პროექტების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე:

შენგელიას ქუჩის ასფალტირება – ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზამდე, ღირებულებით – 63 333 ლარი;

კანკიას ქუჩის ჩიხის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 20 309 ლარი;

ჯორჯაძის ქუჩის რეაბილიტაცია – რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, სავარაუდო ღირებულებით – 94 650 ლარი;

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოტიანეთში – სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით – 197 712 ლარი.

სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ განახორციელებს.

ბოლო სამი წლის მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, 500-მდე ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, 2017-2020 წლებში, ქალაქად რეაბილიტირდა 75 ქუჩა, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში – 54.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.

Related posts

სანდრა რულოვსი ამომრჩევლებთან შეხვედრას ისევ მალულად განაგრძობს [ვიდეო]

რედაქტორი

ზუგდიდში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეთა ხსოვნის დღე აღინიშნა

რედაქტორი

ნოჯიხევში ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი