STV
რეკლამა

სენაკში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. იუსტიციის სახლის მიმდებარედ, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დასასვენებელი პარკისა და საკალათბურთო მოედნის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული ადგილი, სადაც ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდებიან, მაცხოვრებლები კი – უსაფრთხო და კომფორტულ დასვენებას შეძლებენ.

პროექტს, ღირებულებით 179 777 ლარი, შპს ,,აფო“ ახორციელებს. შპს ,,კოლხიდამ”,ამ ლოკაციის მიმდებარედ, აკაკი ელიავას მეორე ჩიხში, გზის სარებილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. 

სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:  14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული 54 ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით – 10 ობიექტზე, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ 13 ობიექტზე, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.  ამ დროისთვის, 28 ობიექტზე, სამუშაოები დასრულებულია. 

Related posts

ჰეპატიტის დღე სენაკში, სკრინინგ აქციით აღინიშნა

რედაქტორი

სენაკში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები

რედაქტორი

ზუგდიდში მეუნარგიას 25 ნომერში, ესთეტიკური სახლი “Skinline aesthetic ” გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი