რეგიონი

სენაკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა გაიხსნება

სენაკის მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება. ამ ეტაპზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებული კეთილმოწყობილი სამუშაო ოთახებით, სამედიცინო აპარატურის და მედიკამენტებისთვის განკუთვნილი სათავსოებით, სველი წერტილებით, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურში ყველა სათანადო პირობაა შექმნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისა და აქ დასაქმებული კვალიფიციური კადრების სრულფასოვანი მუშაობისთვის.

შესრულებული სამუშაოები, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ვახტანგ ფაცაციასთან ერთად, დაათვალიერა.

Related posts

ფოთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

აუდიტის სამსახურმა მესტიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დარღვევები აღმოაჩინა

რედაქტორი

ზუგდიდში COVID 19-ით ინფიცირებული მამაკაცი ადგილობრივია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი