კულტურა

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის საღამო გაიმართა

საქათველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად, კვირეულის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ჟიული შარტავას მუზეუმში, გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე გაიხსენეს სენაკის საამაყო შვილის ცხოვრების გზა, ოჯახი და გარემო, სადაც იგი ჩამოყალიბდა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული…. საღამოს თან სდევდა ,,კოლხური ტრიოს’’ მიერ შესრულებული ჟიულისადმი მიძღვნილი სიმღერა, დოკუმენტური კადრები და ჩანაწერები, რაც განსაკუთრებულად აძლიერებდა დარბაზში ემოციურ მუხტს.

ჟიული შარტავამ თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ქვეყნის აღმშენებლობას და ბოლოს, ქედუხრელად შეეწირა მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რითაც საოცარი მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. ქვეყანას, რომელიც ასეთ მამულიშვილებს ზრდის, გადაშენება არ უწერია – ითქვა გმირის ხსოვნის საღამოზე.

Related posts

მომღერალი ოთო ნემსაძე სამეგრელოში ახალ კლიპს იღებს

რედაქტორი

დავით ალადაშვილი ენგურის ხიდზე ღია ცის ქვეშ დაუკრავს

რედაქტორი

ლიეტუას თეატრმა სპექტაკლი „გზა სამოთხისკენ“ გამართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი