ახალი ამბები რეგიონი

სენაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები, 7 თებერვლიდან დაიწყება.

საპროექტო წინადადებების მიღება შეწყდება შესაბამის დასახლებაში, დასახლების საერთო კრების ან მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვის თარიღამდე, სამი დღით ადრე.

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება იწარმოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

შესაბამისი დოკუმენტაცია – სააპლიკაციო ფორმა და დასახლების საერთო კრებისა და კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ აქ: shorturl.at/isuwI

Related posts

ლელა ქებურია – 23776 ადამიანს აქვს უფლება იცოდეს, რატომ გადადგა ზუგდიდის მერი

რედაქტორი

სააკაშვილი: ვისურვებდი, რომ ვერა ქობალია დავაბრუნოთ საქართველოში

რედაქტორი

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანს თავისუფლების მოედანი ეწოდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი