რეგიონი

სენაკში, შხეფის ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია

სენაკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა – ეს სახოკიას ქუჩიდან შხეფის ციხემდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტია, რომლის ღირებულებამ 91 049 ლარი შეადგინა.

განახლებული ინფრასტრუქტურით, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მრავალფუნქციური, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სივრცე შეემატა.

ლევან კუპრეიშვილის მერობის პერიოდში, 2017-2020 წლებში, 500-მდე ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, 2017-2020 წლებში, ქალაქად რეაბილიტირდა 75 ქუჩა, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში – 54.

მიუხედავად პანდემიით შექმნილი საყოველთაო დამაბრკოლებელი გარემოებებისა, მიმდინარე წელსაც, სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, კეთილმოწყობის სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ხორციელდება.

Related posts

განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი 150 მეტრიანი ხიდი შენდება

ზუგდიდის მერიამ შესაძლოა შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“ -ს ხელშეკრულება შეუწყვიტოს

რედაქტორი

ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა ფუძნდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი