STV
რეკლამა

სენაკში, წიგნის ,,სენაკის საპატიო მოქალაქეები” პრეზენტაცია გაიმართა

  • ქალაქის საჯარო ბიბილიოთეკაში, წიგნის – ,,სენაკის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც საპატიო სენაკელების ბიოგრაფიასა და ღვაწლს აღწერს, დამსწრეთ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა და მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სენაკის საპატიო მოქალაქემ, წიგნის ავტორმა, ანზორ ცაგურიამ წარუდგინეს.

ღონისძიებას, სენაკის საპატიო მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრქცია ,,ქართლი ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ინგა ქარდავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის გამორჩეული ადამიანების განსაკუთრებულ მოღვაწეობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ფასდაუდებელია იმ 98 საპატიო სენაკელის ღვაწლი, რომლებზეც აღნიშნული წიგნი მოგვითხრობს“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ლევან კუპრეიშვილმა, ავტორთან ერთად, წიგნი, საპატიო მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს, საჩუქრად გადასცა. წიგნი – ,,სენაკის საპატიო მოქალაქეები“ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამოიცა და მასში მოთხრობილია იმ ადამიანებზე, რომელთაც ეს საპატიო წოდება 1988 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიენიჭათ.

წიგნის ავტორები სენაკის საპატიო მოქალაქეები – ანზორ ცაგურია და ჟურნალისტი, ვაჟა დანელიაა, რედაქტორი – ნაირა ღადუა, გამოცემის დიზაინერი – გიორგი ჭანტურიაა.

Related posts

სენაკის მერიის წარმომადგენლები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ (R)

რედაქტორი

SMALL ROOM – ახალგაზრდული ჯგუფი ზუგდიდიდან

რედაქტორი

სენაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი