კულტურა

სენაკში, ხელოვნების ცენტრის პროექტი ,,ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის არტ პროექტი ,,ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ წარმატებით დასრულდა და პროექტის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცათ.

საზაფხულო სკოლის დასკვნით ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, დიზაინი, უცხო ენები, მსოფლიო ლიტერატურა, არქიტექტურა, სცენური ხელოვნება, ეკო-არტი – ასეთია ზოგადი ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლის პრეზენტაციაც წარმოადგინეს დასკვნით საღამოზე საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა.

საზაფხულო სკოლა მრავალფეროვანი პროგრამით, 4 ივლისიდან ფუნქციონირებს. ხელოვნების ცენტის არტ პროექტი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მეოთხე წელია ხორციელდება და წელს მასში მონაწილეობა 75-მა მონაწილემ მიიღო.

პროექტის მიზანია, მოზარდებისთვის, თავისუფალი დროის ეფექტურად, შემეცნებითად, ხალისიანად, შემოქმედებითად გატარება, ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

Related posts

,,ანი”-დან ,,ჰოე”-მდე…-ქართული ენის დღე სენაკში

რედაქტორი

ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია პოეზიაში “წინანდლის პრემიის” გამარჯვებული გახდა

რედაქტორი

ანაკლიაში საერთაშორისო ფოლკლორულ-ლიტერატურული ფესტივალი ,,ანაკლია 2018“ გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი