რეგიონი

სენაკში, 100 აღსაზრდელზე გათვლილი №3 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ სენაკში, ელიავას ქუჩაზე, №3 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის განხორციელების პროცესი დაიწყო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ ორსართულიან სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს.

პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

Related posts

საბერიო-ფახულანის საოკუპაციო საზღვართან ოპოზიციური პარტიის წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

ვანო მერაბიშვილი და ზაზა გოროზია ზუგდიდში, რესტორან “მენძელში” ქეიფობენ

რედაქტორი

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა ყოფილი პრემიერის პარტია დატოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი