რეკლამა

სენაკში, 31 მარტს ღონისძიებები დაიგეგმა

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით სენაკში კულრურული ღონისძიებები დაიგეგმა.  ამავე დღეს, 31 მარტს – 28 წელი სრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან.

31 მარტს სენაკის საკათედრო ტაძარში გაიმართება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. შემდეგ კი ღონისძიებები გადაინაცვლებს საჯარო ბიბლიოთეკასა და სასწავლო დაწესებულებებში.

დღის ბოილოს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

Related posts

ზუგდიდში პედაგოგებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო პროგრამა გააცნეს

რედაქტორი

სენაკის მერიაში ცნობილ არქიტექტორთან შეხვედრა გაიმართა

სალომე ზურაბიშვილი – სამეგრელოში უნდა დაარსდეს საერთაშორისო დონის იპოდრომი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი