“ზუგდიდის „საახალწლო სოფელი“ სავსეა სიცარიელით…”- სოცილაურ ქსელში ამ სათაურით”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ თოდუა ფოტოებს აქვეყნებს.
“სრული ერთფეროვნება და მოწყენილობაა ამ ქალაქში. შობის ჩათვლით ჩაის, ტკბილეულუს, გლინტვაინს და ა.შ. რომ ყიდდნენ კარგი იქნებოდა…”-წერს არჩილ თოდუა.
“მეც ვიყავი დღეს იქ და ძალიან დავითრგუნე. ნუთუ ასეთი კარგი ინფრასტრუქტურა მხოლიდ ერთი დღისთვის გაკეთდა? არადა კარგი ხედვით სულ ცოტა რესურსიც საკმარისია იქაურობის გასაცოცხლებლად!
კარგი შერჩეული მუსიკა, საშობაო სიმღერები, არ არის აუცილებელი ბენდი მენდი ან სადღაა ეგ. საკმარისია მუსიკალური აპარატურა. დანარჩენი რაც შენ ზემოთ ჩამოთვალე ცხელი ჩაი, ცხელი ღვინო. თოვლის ბაბუასთან და ფიფქიასთან ფოტო სესია. და კიდევ ბევრი მარტივი რამ. დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი event management სამუშაო ჯგუფს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ყოველ საღამოს 7-10 მდე 3 საათიანი პროგრამა. თუარადა ვჭამოთ სახლებში ღომი და საცივი ძველით და ახლით ბლომად დღესასწაულებზე”-წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდელი ეკა მინჯორაია.