შემთხვევა

სოფელ აბასთუმანთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქე დაჭრეს

ზუგდიდში სოფელ აბასთუმანთან, წუხელ გვიან ღამით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქე დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაჭრილს ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული, უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა.

მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა რა დროსაც პოლიციელმა გაისროლა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემდეგ მისი რეფერირება ქუთაისში მოხდა.

მას სასწრაფო, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

Related posts

თურქეთში, ზღვაში ჩხოროწყუს მკვიდრი, 24 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო

რედაქტორი

მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

რედაქტორი

წალენჯიხაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი