შემთხვევა

სოფელ დავითიანში დევნილთა ჩასახლებაში ხანძარი გაჩნდა – დაზარალდა 4 ოჯახი

ზუგდიდის მუნიციპასოფელ დავითიანში ერთ-ერთ დევნილთა დასახლებას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მოხდა ხანძრის ლოკალიზება, თუმცა შენობა მთლიანად დაიწვა.

გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ ოჯახების გამოყვანა დროულად მოხერხდა, რომლებიც ჩასახლებაში ცხოვრობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, რომელმაც განაცხადა, რომ მერია თითოეულ ოჯახს გვერდში დაუდგება და ისინი პირველ რიგში მიიღებენ დროებით საცხოვრისს.

ზუგდიდის მერის მოადგილეს თან ახლდა მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც დაევალა კომპაქტურად ჩასახლებული ოჯახების დაკვალიანება და პრობლემების მოგვარება.

ცნობისთვის, გაჩენილი ხანძრის შედეგან სოფელ დავითიანში 4 ოჯახი დაზარალდა.

Related posts

სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 60 წლამდე მამაკაცი მოჰყვა

რედაქტორი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის ცენტრში – არიან დაშავებულები

სოფელ ცაიშში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი