რეკლამა

სოფელ კირცხში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

დღეს სოფელ კირცხში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა.

მოსახლეობის საჭიროებებს და გამოკვლევების მიმდინარეობას მერის პირველი მოადგილე ვალერი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ხათუნა მიქავა ადგილზე გაეცნენ.

21 მაისს მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევები სოფელ ხაბუმეში, 22 მაისს – ქვედა ჩხოროწყუში ჩატარდება.

Related posts

სენაკში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

,,გვიხმობს სკოლა…“ – საზეიმო აქტივობები ღია სივრცეში

რედაქტორი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს აბაშაში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი