ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ლეწურწუმეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს .
პროექტი ითვალისწინებს ასევე ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების, ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობას და ახალი ხიდის მშენებლობას. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2 396 069 ლარით ფინანსდება.
სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.